ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შადბერდი...
ვერც არტანურჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვათ მათ გაზაფხული?
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა_პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!
იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს,
_გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთთვის
ჭოროხის კვნესას_ქვათა ღაღადი...
შავშეთის მთებზე ნისლი გადადის
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...
მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები!
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.
რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს,
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში ჩამდგარა წყალი
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები.
გოგლა ლეონიძე
Sunday, April 1, 2012
საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ ისევ წუხდნენ ამაზე:
_ეხ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით; სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს მუდამ და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე
~ეხ წუთით მაიც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშობა და სილამაზე`
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დრეს გაუმარჯოს.
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ლადო ასათიანი
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ ისევ წუხდნენ ამაზე:
_ეხ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით; სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს მუდამ და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე
~ეხ წუთით მაიც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშობა და სილამაზე`
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დრეს გაუმარჯოს.
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
ლადო ასათიანი
რია_რია
მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.
ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად როცა დაგჭირდე.
ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები
ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
ტიციან ტაბიძე
მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.
ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად როცა დაგჭირდე.
ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები
ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
ტიციან ტაბიძე
Subscribe to:
Posts (Atom)