საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელის (864 წ.) და თელოვანის ტაძრის (VIII-IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები, დოდოს მონასტრის (დავითგარეჯა) ეკლესიის აფსიდში ქრისტესა და მთვარანგელოზების გამოსახულება (IX ს.). IX-X სს. უნდა მიეკუთვნებოდეს მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სვანეთის სოფელ ნესგუნში. კედლის მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X ს. დასასრ. – XII ს. ს. შუა წ.წ. X-XI სს. მიჯნას.კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავითგარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (XI ს.)[...]
კედლის მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ატენის სიონის მოხატულობა; 1120-იან წლებს მიეკუთვნება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობის უძველესი ნაწილი. კედლის მხატვრობის განვითარების შემდგომ ეტაპზე (XIIს. II ნახ. - XIII ს. I ნახ.)თანდათან ისახება ახალი ტენდენციები: საგრძნობლად იზრდება კომპოზიციისა და ნახატის დინამიკურობა, საერთო დეკორატიულობა (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ტიმოთესუბანი, ბერთუბანი). ამ დროის მოხატულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიულ პირთა გამოსახულებები (გიორგიIII, თამარ მეფე, ლაშა გიორგი). XIII ს. II ნახევარში კედლის მხატვრობა (უკვე მონღოლთა ბატონობის პერიოდში) ძირითადად ძვ. ტრადიციებს მიჰყვება, მაგრამ გაუხეშებული სახით. საქართველოში ქართული კედლის მხატვრობის აღორძინება დაიწყო XX საუკუნეში.