ცეკვა

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს..ქართული ხალხური ცეკვები მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურს წარმოადგენს, რომელიც მაყურებლისთვის მხოლოდ გართობა-სიამოვნების მინიჭების საშუალება არ არის. მასში, როგორც ქართული კულტურის ერთერთ ფენომენში, იკითხება ეროვნული სული, ქართველი კაცის ხასიათი, ტემპერამენტი, ნიჭიერება, სიმამაცე, ფიზიკური და სულიერი სილამაზე.ეს მშვენიერი და ამაღელვებელი ცეკვები წარმოადგენს საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას, რომელიც გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში.